KAN: “ჰამასის” ლიდერებმა ლიბანი დატოვეს

ბეირუთში მყოფმა “ჰამასის” ლიდერებმა თავდასხმის შიშის გამო, ლიბანის დედაქალაქი დატოვეს.

ამის შესახებ ისრაელის გამოცემა KAN “ჰამასში” წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს თქმით, სალეჰ ალ-არაურის მკვლელობის შემდეგ, “ჰამასმა” ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ზომები მიიღო.

ალ-არური ხუთ პირთა ერთად, ​ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში ისრაელის დრონის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

KAN-ის ცნობით, “ჰამასის” ოფიციალური პირები ლიბანიდან სირიასა და თურქეთში გაემგზავრნენ.

გარდა ამისა, მთავარი ლიდერი ღაზი ჰამადი ყატარში გაიქცა და არურის მკვლელობის შემდეგ, ლიბანში არ დაბრუნებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები