პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს

ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში შედგეს. თარიღები დიპლომატიური არხებით დამატებით იქნება კოორდინირებული.

ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ვლადიმერ პუტინს ფხენიანში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლის მოქმედი მოწვევა აქვს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ვიზიტი შედგება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეას უახლოეს მომავალში ეწვევა. ასეთი ვიზიტის თარიღი დიპლომატიური არხებით იქნება შეთანხმებული”,- თქვა მან.

უკანასკნელად პუტინი ჩრდილოეთ კორეაში 2000 წელს იმყოფებოდა, სადაც კიმ ჩენ ინის მამას – კინ ჩენ ირს შეხვდა.

მაშინდელი მოლაპარაკებების შედეგად, სახელმწიფოს მეთაურები შეთანხმდნენ, რუსეთის ან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აგრესიის საფრთხის შემთხვევაში, „დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ერთმანეთს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები