თეთრი სახლი: დროა, ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო ინტენსივობა შეამციროს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, დროა, ისრაელმა ღაზას სექტორში სამხედრო შეტევა შეამციროს.

ამის შესახებ მან ​ტელეკომპანია CBS-თან საუბრისას თქვა.

კირბიმ აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენმა საკითხი ახლო აღმოსავლეთში ბოლო ვიზიტის დროს დააყენა.

“მდივანი ბლინკენი ახლახან დაბრუნდა რეგიონიდან და ისრაელს ვესაუბრეთ დაბალი ინტენსივობის ოპერაციებზე გადასვლის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ ახლა ასეთი გადასვლისთვის შესაფერისი დროა”, – თქვა კირბიმ.

მანვე დასძინა, რომ ისრაელმა გარკვეული წინასწარი ნაბიჯები გადადგა, რათა შეეცადოს „ამ წერტილამდე მიაღწიოს“, კერძოდ, მას გაჰყავს ჯარის გარკვეული ნაწილი, ასევე, ნაკლებად იყენებს საჰაერო შეტევებს.

„ნებისმიერი სამხედრო კამპანია გადის გარკვეულ ეტაპებს და გამომდინარე იქიდან, რომ ისინი “ჰამასის” ხელმძღვანელობაზე ახდენენ ზეწოლას, შემდეგი ლოგიკური ეტაპია – დაბალი ინტენსივობის ოპერაციებზე გადასვლა, უფრო მიზანმიმართულ, უფრო ზუსტ რეიდებზე, ნაკლებ საჰაერო თავდასხმებზე. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი გადასვლის დრო დადგა,” – განმარტა კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები