ირანის ციხიდან ორი ჟურნალისტი ქალი გაათავისუფლეს, რომლებიც ჰამსა ამინის გარდაცვალების შემდგომ აქციებს აშუქებდნენ

ირანის ციხიდან ჟურნალისტები – ნილუფარ ჰამედი და ელაჰე მოჰამადი გაათავისუფლეს, რომლებიც ჰამსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების გაშუქების გამო დააკავეს.

AFP ცნობით, ქალები 180 ათასი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მათ აპელაცია ელოდებათ.

გაზეთ Shargh-ის ჟურნალისტი ნილუფარ ჰამედი 2022 წლის სექტემბერში ამინის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მას შემდეგ დააკავეს, რაც ქალმა იმ საავადმყოფოს შესახებ მოამზადა სტატია, სადაც 22 წლის ჰამსა ამინი იყო მოთავსებული.

გაზეთის Ham Miham-ის ფოტოგრაფი ელაჰე მოჰამადი, ასევე, 2022 წლის სექტემბერში მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ამინის მშობლიურ ქალაქში გაემგზავრა, და დაკრძალვის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა.

2023 წლის ოქტომბერში ისინი დამნაშავედ ცნეს და 7 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდის ბრალდებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები