“უკრაინა გაყინულ კონფლიქტს არ დათანხმდება” – ზელენსკი დღეს დავოსში ჩავა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 15 იანვარს შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით ჩავა.
მისი ადმინისტრაციის ცნობით, „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან, პარტიების ლიდერებთან და შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრა. ასევე, ის მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და რიგ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს“.
გარდა ამისა, 16 იანვარს ეკონომიკურ ფორუმზე ზელენსკი სპეციალური სიტყვით გამოვა პანელზე „უსაფრთხოების მიღწევა და თანამშრომლობა ფრაგმენტულ სამყაროში“.
ამავე დროს, გასულ უქმეებზე დავოსში რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართა.
კონსულტაციების შემდეგ, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ის „არასდროს დათანხმდება და არ მიიღებს კონფლიქტის გაყინვას“.
„ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის… უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები. უკრაინას სჭირდება სამართლიანი სამყარო. უკრაინას სურს თავიდან აიცილოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალში და იყენებს ამ შესაძლებლობას“, – თქვა მან.