ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების რიგით მეორე მატჩს თეა წულუკიანი დაესწრო
“საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობს.
ქართველმა ხელბურთელებმა კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად 2023 წელს მოიპოვეს. ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მეორე მატჩს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლევან სალუქვაძე. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მოქმედ ჩემპიონს – შვედეთს – დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 26:42 დათმო. ტიტე კალანდაძის გუნდი E ჯგუფის ბოლო შეხვედრას 15 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.