ტაივანში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება
ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება.
საარჩევნო მარათონის ფავორიტი „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ კანდიდატი უილიამ ლაია. ლაი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებს მოუწოდებდა, სწორი მხარე აირჩიონ, რათა ტაივანმა სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. მისი მთავარი კონკურენტი ჰოუ იუია, რომელიც ტაივანში სიდიდით მეორე პარტიის კანდიდატი და ტაიბეის ყოფილი მერია. ის აცხადებს, რომ დემოკრატიული პროგრესული პარტიის კანდიდატი ლაი ტიავნის ჩინეთთან ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.
საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობს ტაივანის სახალხო პარტიის კანდიდატი კე ვენჩჟე, რომელიც ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. საარჩევნო კამპანიის დროს ის „დემოკრატიულ პროგრესულ პარტიას“ „ომის პარტიას“ უწოდებდა.