პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას ეწვევა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უახლოეს დღეებში უკრაინას ეწვევა, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„უახლოეს დღეებში ვიქნები კიევში. უკრაინაში და ფრონტზე არსებული სიტუაცია ყველაზე მნიშვნელოვანია პოლონეთის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ტუსკმა.

მანვე დასძინა, რომ არსებობს სხვა საკითხები, რომლებიც კერძოდ, პოლონელი ფერმერების ინტერესების დაცვასთან არის დაკავშირებული.

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში პოლონურმა გადამზიდავებმა, რომლებსაც მოგვიანებით ფერმერები შეუერთდნენ, უკრაინის საზღვარზე საგზაო გამშვები პუნქტები გადაკეტეს. ისინი უკრაინული კომერციული გადამზიდავებისთვის მანამდე გაუქმებული სანებართვო სისტემის აღდგენას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები