ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულთან – დაშავებულია 4 ადამიანი

ქვემო ქართლში, მარნეულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები