ყაზახეთში ფრინველის გრიპს 870 გედი ემსხვერპლა
ყაზახეთში, ყარაკოლის ტბაზე 870 გედი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას Kazinform-ი ავრცელებს.
როგორც სატყეო და ველური ბუნების რეგიონალური ტერიტორიული ინსპექციის ხელმძღვანელი, გაბას დოსატოვი ამბობს, გედების მასშტაბური გარდაცვალება 2023 წლის 21 დეკემბრიდან 9 იანვრის პერიდოში დაფიქსირდა.
მისი თქმით, პირველადი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გედები ფრინველის გრიპისგან დაიღუპნენ.