უკრაინის აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევში ჩავიდა

შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის აღდგენის საკითხებში, პენი პრიცკერი კიევში ჩავიდა.

ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.

“დღეს ჩვენ გავმართავთ შეხვედრებს, რომელიც მიეძღვნება უკრაინაში ამერიკული ბიზნეს ინვესტიციების დაჩქარებას“, – აღნიშნა ელჩმა.

პენი პრიცკერმა თქვა, რომ დელეგაცია უკვე შეხვდა აღდგენის საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერს, ალექსანდრე კუბრაკოვს და განიხილა „პრაქტიკული ნაბიჯები უკრაინის ექსპორტის გაზრდისა და მისი ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის აღდგენისთვის“.

მანამდე, პრიცკერი ვარშავაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდა და, სხვა საკითხებთან ერთად, პოლონელი გადამზიდავების მიერ საზღვრის ბლოკირების საკითხიც დააყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები