“რუსეთის ეკონომიკა მის არმიაზე ძლიერი აღმოჩნდა” – ბუდანოვი

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ ​რუსეთი დღეს საერთოდაც არ შიმშილობს, მისი ეკონომიკა მის არმიაზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა, ადრე ყველას პირიქით ეგონა.

ამის შესახებ მან Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „ასეთი ტემპებით, რუსეთს შეუძლია, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაძლოს”.

„დასავლეთის ამჟამინდელი სანქციები საკმარისი არ არის. ისინი უნდა შეხებოდნენ რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს – ენერგეტიკას, მეტალურგიას და მთლიანად ფინანსურ სისტემას”, – განაცხადა ბუდანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები