“ბრიტანეთის მხრიდან მხარდაჭერა არ შესუსტდება” – რიში სუნაკი კიევში ჩავიდა
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა და პირობა დადო, რომ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„უკრაინაში მარტივი გზავნილისთვის ჩამოვედი. ჩვენ არ შეგვიძლია და არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას. ყველა უკრაინელს ვეუბნები – ბრიტანეთი თქვენთანაა, რამდენიც იქნება საჭირო“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2024-2025 წლებში უკრაინას 2,5 მილიარდი ფუნტის ოდენობით სამხედრო დახმარებას გაუწევს – რაც 200 მილიონი ფუნტით მეტია წინა ორ წელთან შეადრებით.