2,5 მილიარდი ფუნტის ოდენობის დახმარება – რიში სუნაკი დღეს კიევში ჩადის
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი დღეს კიევში ჩავა და ქვეყანას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
დიდი ბრიტანეთი წელს უკრაინას 2,5 მილიარდი ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს, რაც 200 მილიონი ფუნტით მეტია წინა ორ წელთან შედარებით.
რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
თანხების ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის დრონების შეძენას და წარმოებას, მათ შორის, სადაზვერვო, დამრტყმელი და საზღვაო დრონების შეძენას.
გარდა ამისა, საუბარია შორი მანძილის რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე.
სუნაკი და ზელენსკი, ასევე, ხელს მოაწერენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც მოიცავს სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას, სამედიცინო და სამხედრო მომზადებას და თავდაცვით- ინდუსტრიულ თანამშრომლობას.
პრემიერის რანგში სუნაკი კიევში უკანასკნელად 2022 წლის ნოემბერში იმყოფებოდა.