FT: ევროკავშირი მზად არის, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით, უნგრეთთან დათმობაზე წავიდეს

ევროკომისია მზად არის, მიიღოს უნგრეთის ზოგიერთი მოთხოვნა, უკრაინის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტზე ვეტოს გაუქმების მიზნით.

ამის შესახებ Financial Times-ი მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს თქმით, უნგრეთის ვეტოს მოსახსნელად ევროკომისია მზად არის, შესთავაზოს ვიქტორ ორბანს უფლება, 2025 წელს შეაფასოს, სჭირდება თუ არა უკრაინას ფული და აკმაყოფილებს თუ არა ის იმ მოთხოვნებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის დახმარების მისაღებად.

ფაქტობრივად, ორბანს უკრაინის დახმარებაზე ვეტოს გამოყენებაზე უფლება 2025 წელს ექნება.

ევროკომისია ასევე არ არის წინააღმდეგი, რომ ყოველწლიურად მოხდეს დახმარების შემოწმება და დაამატოს პუნქტი „გადაუდებელი დამუხრუჭების“ შესახებ.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა ეს იმისთვის, რომ ორბანმა ვეტო მოხსნას, უნგრელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ “ჯერ არ ვიცი. ჯერ არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ, დიდი ალბათობით – კი.”

წყაროს ცნობით, უნგრეთი მოლაპარაკებისთვის არის მზად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები