“წითელი ზღვის რეგიონში თავისუფალი ნაოსნობა საერთაშორისო მოთხოვნაა, მოვუწოდებთ ესკალაციის არიდებისკენ” – საუდის არაბეთი იემენში განვითარებულ მოვლენებზე

საუდის არაბეთი აშშ-ისა და ბრიტანეთის კოორდინაციით, ასევე, ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდების და ბაჰრეინის მხარდაჭერით იემენზე მიყენებულ ავიადარტყმებს გამოეხმაურა და მხარეებს თავშეკავებისა და ესკალაციის არიდებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში დაწერა.

„სამეფო კიდევ ერთხელ ადასტურებს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას წითელი ზღვის რეგიონში, სადაც ნაოსნობის თავისუფლება საერთაშორისო მოთხოვნაა მთელი მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე. და მოუწოდებს თავშეკავებისა და ესკალაციის თავიდან აცილებისკენ რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები