მედვედევმა ბირთვული იარაღის გამოყენების ახალი საფუძველი დაასახელა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დასავლური რაკეტების გამოყენებით რუსეთის მასშტაბით გამშვები დანადგარების განადგურების მცდელობა ბირთვული იარაღის გამოყენების საფუძველი გახდება.

ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.

მისი თქმით, „ზოგიერთი უტვინო მეომარი ბანდეროსტანიდან ​შეთანხმდა, რომ რუსეთთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდია – მთელ რუსეთში ჩვენი გამშვები პუნქტების განადგურება დასავლეთის მიერ გადაცემული შორი მანძილის რაკეტების გამოყენებით“.

”რას ნიშნავს ეს? მხოლოდ ერთ რამეს – ისინი რისკავენ დაექვემდებარონ ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის მოქმედებას: ”გ) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესია ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება.“ ეს სულაც არ არის არანაირი თავდაცვის უფლება, არამედ ჩვენი ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი და აშკარა საფუძველი ასეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის შესახებ უნდა ახსოვდეთ ჰიტლერის, მუსოლინის, პეტენის და სხვების მემკვიდრეებს ევროპაში, რომლებიც კიევში ნაცისტებს უჭერენ მხარს”,- წერს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები