ტრამპის მწვავე კრიტიკოსი – კრის კრისტი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლას წყვეტს

ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი, კრის კრისტი 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაზე ბრძოლას ასრულებს.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

კრისტიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვერ მოიპოვა საკუთარი კამპანიის მხარდაჭერა, რომელიც დონალდ ტრამპის პოლიტიკისა და ხასიათის კრიტიკაზე იყო აგებული.

ტრამპის ყოფილი მოკავშირე – კრისტი მის კრიტიკოსად გადაიქცა და პოზიციონირებდა რესპუბლიკელების ისეთ კანდიდატად, რომელსაც შეუძლია ტრამპის მსგავსი მხარდაჭერის მოპოვება.

მან კამპანია 2023 წლის ივნისში დაიწყო და ყველა თოქ-შოუში ტრამპს მკვეთრად აკრიტიკებდა, ,,თანამდებობისთვის შეუფერებელს,, უწოდებდა და ამბობდა, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება.

კრისტიმ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი 2016 წელს იყარა, მაგრამ კამპანია ნიუ-ჰემფშირის პრაიმერში ცუდი წარდგენის შემდეგ დაასრულა და გახდა პირველი მთავარი პარტიული ფიგურა, რომელმაც ტრამპს დაუჭირა მხარი. ის დაეხმარა ტრამპს 2020 წლის დებატებისთვის მომზადებაში, მაგრამ შეწყვიტა ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც ტრამპმა დაიწყო მტკიცება, რომ არჩევნებში გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები