ეკვადორში, არეულობის ფონზე, 300-ზე მეტი პირია დაკავებული
ეკვადორის შეიარაღებულმა ძალებმა და ეროვნულმა პოლიციამ, არეულობის ფონზე, 329 პირი დააკავეს, 5 კრიმინალი ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ ქვეყნის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების სარდლობის ხელმძღვანელმა, ჰაიმე ველა ერასომ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამოღებულია სხვადასხვა კალიბრის იარაღის 61 ერთეული, 418 ტყვია, 24 ასაფეთქებელი მოწყობილობა.
“დავაკავეთ 329 ტერორისტი. ტყვეობიდან 41 ადამიანი გავანთავისუფლეთ. ლიკვიდირებულია 5 ტერორისტი”, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ძალოვანებს სამ შეიარაღებულ ჯგუფთან დაპირისპირება სამჯერ მოუწიათ და მოახერხეს 28 გაქცეული პატიმრის დაკავება.