სტოლტენბერგი: მკაცრად ვგმობთ უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს – ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას

Meeting of the NATO-Ukraine Council

როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის მტკიცე განწყობას.

„ნატო მკაცრად გმობს რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებით. პუტინი ზედიზედ მეორე წელია ცდილობს მასობრივი დარტყმებით უკრაინის გამოფიტვას, მაგრამ არ გამოუვა. რუსეთის სისასტიკის კამპანია მხოლოდ აძლიერებს უკრაინის მტკიცე განწყობას. როდესაც მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას. ჩვენ გავაგრძელებთ მამაცი უკრაინელების გვერდით დგომას, რადგან ისინი უკან დახევისკენ უბიძგებენ რუსეთის აგრესიულ ომს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები