დღეს და ხვალ სამების საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება

გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, სამების ტაძარში, ხატს, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, გუშინ საღებავი შეასხეს. აღნიშნული სავარაუდოდ, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ განახორციელა. მომხდარის ამსახველ ვიდეოს ფერაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამებაში მომხდართან დაკავშირებით, საქმის წარმოება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები