ბლინკენი ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბლინკენი ასევე გეგმავს თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან, ომის კაბინეტის მინისტრ ბენი განცთან, ისრაელის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, ოპოზიციის ლიდერ იაირ ლაპიდთან და „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრებთან შეხვედრას.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან საუბარში ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი.