ისრაელის მთავრობასთან ჩუმად ვმუშაობ, რათა ღაზიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩარლსტონში განაცხადა.
შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მომიტინგეებმა, სამხრეთ კაროლინაში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეძახილებით, სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.
„მესმის მათი ვნებათაღელვა და მე ისრაელის მთავრობასთან ჩუმად ვმუშაობ, რათა მათი ყოფნა შემცირდეს და ღაზიდან მნიშვნელოვნად გავიდნენ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
SEE IT: Protesters interrupted Pres. Biden's remarks inside Mother Emanuel AME Church in Charleston, the site of a 2015 white supremacist attack, to call for a cease-fire in Gaza. pic.twitter.com/51Lxm9dHJb
— ABC News (@ABC) January 8, 2024