„ქართული საეკლესიო გალობის“ წარდგენა გაიმართება
10 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული შემდეგი წიგნების წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს წიგნებია:
● „დოკუმენტები დასავლეთ საქართველოში საეკლესიო გალობის ისტორიისათვის (1821-1823)“.
წიგნი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა მერაბ კეზევაძემ;
● „ქართული საეკლესიო გალობა“. IX ტომი. საღმრთო ლიტურგია: ნამდვილი კილო და სადა საბავშვო საგალობლები. აღდგომის ოხითანი და ღმრთისმშობლისანი რვახმისა: გამშვენებული კილო (შემდგენელი და მუსიკალური რედაქტორი: მალხაზ ერქვანიძე).
მისამართი: ლადო გუდიაშვილის 5/7.