ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღე და ეროვნული არქივის უხმო კადრები

5 იანვარი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა.
ეროვნული არქივი აქვეყნებს ვიდეოს – უხმო კადრებს, რომელიც 1947 წლით თარიღდება.
ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად განძთსაცავში ათვალიერებს 1945 წელს საფრანგეთიდან საქართველოში მის მიერ დაბრუნებულ საგანძურს, მათ შორისაა: წერეთლისეული „ვეფხისტყაოსანი“, გელათისა და წყაროსთავის სახარებები, თამარის ჯვარი, სხვადასხვა საწინამძღვრე ჯვარი.
ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ მომზადებული მულტიმედიური გვერდის ნახვა შესაძლებელია  ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/ekvtime-taqaishvili-1 .
„ გამორჩეული საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან მასალას ინახავს. მულტიმედიურ გვერდზე წარმოჩენილია ექვთიმე თაყაიშვილის საქმიანობა და უდიდესი წვლილი საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ, სამეცნიერო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ℹქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი, პედაგოგი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნული გმირი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ექვთიმე თაყაიშვილი 1862 წლის 5 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში დაიბადა“, – ნათქვამია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები