„ზღვის კარიბჭე“ – „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის – „კონტაქტის“ სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის – „კონტაქტის“ სპექტაკლის პრემიერა – „ზღვის კარიბჭე“.
სპექტაკლი ფილოსოფიური დრამაა, რომლის მთავარი იდეაა, ადამიანის მუდმივი ჭიდილი და პასუხის ძიება მთავარ კითხვაზე – თუ რისთვის ვართ ამ წუთისოფელში? სად ვეძებოთ კარი, რომლის მიღმა შესაძლოა, სწორედ ის მდგომარეობაა, რასაც ეძებს სული – გათავისუფლების იდეა. შესაძლოა, ეს კარიბჭე მდებარეობს საზღვარზე, სიზმარსა და თავისუფალ სამყაროს შორის. რომ გასცდე სიზმარს, უნდა „განთავისუფლდე”!
სპექტაკლის დრამატურგის ირა კოხრეიძის თქმით, სპექტაკლში გამოხატულია მისეული ხედვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკაცობრიო კითხვაზე: „თუ რისთვის ვართ მოვლენილი ამ სამყაროში“. მთავარი გმირი ზღვის ვეშაპია, წყალი კი, რომელშიც ის ბინადრობს – ადამიანის ქვეცნობიერი სამყარო.
სპექტაკლში გამოყენებულია სპარსი პოეტის, ფილოსოფოსისა და მისტიკოსის, ჯალალედინ რუმის ულამაზესი პოეზია, რომელმაც ასევე დიდი გავლენა მოახდინა სცენარის შექმნის პროცესზე.
სცენოგრაფის და /დადგმის ხელმძღვანელის გიორგი მიქაბერიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ ჩვენს გენერალურ რეპეტიციას ესწრებოდნენ საფრანგეთის ტლევიზიის წარმომადგენლები რომლებიც იღებენ ფილმს ინკლუზიის შესახებ. „ერთ-ერთი მათი პროექტის გმირია ჩვენი დასის აუტისტი მსახიობი. ასევე Canal + წარმომადგენლებმა ჩვენი დასის ხელმძღვანელებს ჩამოართვეს ინტერვიუ.
ხსენებული სპექტაკლი 27 იანვარს კიდევ გაიმართება“, – გვითხრა გიორგი მიქაბერიძემ.
სპექტაკლის დრამატურგია რეჟისორი ირა კოხრეიძე;
სცენოგრაფი /დადგმის ხელმძღვანელი – გიორგი მიქაბერიძე;
ძირითადი მუსიკის ავტორი – My Equinox Divine; საავტორო მუსიკალური კომპოზიცია (ბანსური,დაფი) – გიორგი სირაძე;
გამოყენებული კომპოზიცია – Mikalojus Konstantinas Čiurlionis – Jūra (The Sea);
ვიდეო გრაფიკა – არჩილ ბედიაშვილი.
მონაწილეობენ: მაშიკო თვალაბეიშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, ტატო სიხარულიძე, გიორგი გვასალია,
თათია გვასალია, ვასო კიპაროიძე, სესილი ღვინჯილია, ნანო გორდაძე,ნიკა ნიკურაძე,
ლუკა უშვერიძე, ნინი ბიკოვი, სანდრო დარსაველიძე, გიორგი პოლოლიკაშვილი,
მაიკო მინჯია, თაკო უჯმაჯურიძე, დაჩი ზერაკიძე, ანანო ჩიტაძე, მარი ფირცხალავა.
მხარდამჭერები არიან: კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Mac Georgia, Yoga Cave, Noise harmony production.