ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ხანძარი იყო

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. სამართალდამცავებს ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისათვის, წმინდა ბარბარეს ტაძრის მიმდებარედ, ცალმხრივად მოძრაობა შეფერხებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები