რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 23-დან 29 დეკემბრის ჩათვლით უკრაინის ტერიტორიაზე მაღალი სიზუსტის იარაღითა და დრონებით 50 ჯგუფური და ერთი მასირებული დარტყმა განახორციელეს.

მათი მტკიცებით, იერიშები განხორციელდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე, სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურაზე, იარაღის არსენალებზე, ასევე, საარტილერიო საბრძოლო მასალის, უპილოტო ნავების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის საწვავის შესანახ ადგილებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ „ყველა დანიშნული სამიზნე“ გაანადგურეს.

უწყებაში ცალკე დღევანდელი იერიშის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები