რუსეთმა ჯარში კიდევ 130 ათასი ადამიანი გაიწვია
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
უწყების ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების რიგებში კიდევ 130 ათასი ადამიანი გაიწვიეს.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათ ჯარში დღეს კონტრაქტით სულ 640 ათასზე მეტი ადამიანი ირიცხება.