ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხედროებს უბრძანა, რომ ომისთვის მზადების პროცესი დააჩქარონ, რათა მზად იყვნენ აშშ-ის „უპრეცედენტო კონფრონტაციულ ქმედებებთან დასაპირისპირებლად“. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანი „ანტიიმპერიალისტურ დამოუკიდებელ“ ქვეყნებთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააფართოებს.
„მან [კიმმა] სამხედრო ამოცანები დასახა სახალხო არმიისა და საბრძოლო მასალის ინდუსტრიის, ბირთვული იარაღისა და სამოქალაქო თავდაცვის სექტორებისთვის.
მოგიწოდებთ სასწრაფოდ და მტკიცედ ჩაახშოთ მტრის ნება პროვოკაციისთვის ადგილზე“, – იუწყება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია.