ლაგოდეხში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა

22 დეკემბერს ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა. კონკურსი, მოზარდ თაობას შორის, ქართული პროზისა და პოეზიის უკეთ გაცნობის, მეტყველების კულტურის ჩამოყალიბების, დეკლამატორული ხელოვნების მიმართ ინტერესის, ახალგაზრდებში ზეპირსიტყვიერების უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენის მიზნით გაიმართა.
ღონისძიება ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა და მასში, 60-მდე, 9-18 წლის ჩათვლით ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის გამარჯვებულები სამახსოვრო საშუქრებით დაჯილდოვდნენ.
საპრიზო ადგილები და ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:
9-14 წლამდე ასაკობრივი კატეგორია:
I ადგილი – ზაალ ბიბინიძე (სოფ. ჰერეთისკარი)
II ადგილი – ლილე კილაძე (სოფ. ბაისუბანი)
III ადგილი – რატი ცქიფურიშვილი (სოფ. აფენის №1 სკოლა)
14-18 წლამდე ასაკობრივი კატეგორია:
I ადგილი – მარიამ ღონღაძე (სოფ. კართუბანი)
II ადგილი – გიგა გიკაევი (სოფ. ლელიანი)
III ადგილი – საბა ჯაფიაშვილი (სოფ. შრომა)
„არტისტიზმი” – თამაზ ტალიაშვილი (სოფ. ვარდისუბანი)
„ორიგინალურობა” – ანა ნოზაძე (სოფ. აფენის №2 სკოლა)
„ჟიურის სიმპათია” – თამილა აღამედოვა (სოფ. ფონა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები