ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინის ჯარები მარინკას ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის ჯარები მარინკას ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებიან.

ზალუჟნი ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაიკავეს.

“დღეის მდგომარეობით, ჩვენი ჯარები კვლავ მის ჩრდილოეთ ნაწილში არიან. ჩვენმა ჯარებმა მოამზადეს თავდაცვითი ხაზი ამ დასახლების გარეთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასახლება აღარ არსებობს… ის, რომ ჩვენ ახლა დავიხიეთ მარინკას გარეუბანში ამაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების აჟიოტაჟი. ომი სამწუხაროდ ასეა“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები