ლანჩხუთის მერმა, მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

-“დღეს ის ოჯახები გავახარეთ, რომლებსაც ჩვენი ყურადღება და გვერდით დგომა განსაკუთრებით სჭირდება. მინდა, მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ვუსურვო თითოეულ მათგანს – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.

მათი ცნობით, საახალწლო საჩუქრების დარიგება ამ დღეებში კვლავ გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში 100-მდე ოჯახი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები