„ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებმა ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
„ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრები თელ-ავივში ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.
მათ უსაფრთხოების კაბინეტის მინისტრებთან შეხვედრა სურდათ, რათა მძევლების გასათავისუფლებლად დახმარება ეთხოვათ.
მომიტინგეებს თან ჰქონდათ ქვიშის საათები, რაც იმას გამოხატავდა, რომ თითოეული მძევლისთვის დრო იწურება.
„ნეთანიაჰუმ მძევლები რაც შეიძლება მალე უნდა დააბრუნოს, რადგან მათ არ აქვთ დრო და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ვიმედოვნებთ, ისინი რაც შეიძლება მალე შეთანხმდებიან, რადგან ჩვენ გვჭირდება მძევლების გადარჩენა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.