ირაკლი კობახიძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და არსებულ გამოწვევებზე.
სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით გაატარა.
სტუდენტებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
შეხვედრის დასასრულ, ირაკლი კობახიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.