“სპეცოპერაციას რუსეთის მოსახლეობის უპრეცედენტო რაოდენობა უჭერს მხარს” – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსმა ხალხმა სპეცოპერაციაში მონაწილე მებრძოლებს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამის შესახებ მან წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა.

„მინდა, აღვნიშნო ჩვენი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც, პატრიოტული სულისკვეთებისა და ერთიანობის წყალობით, საიმედო საყრდენია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მებრძოლებისთვის“, – თქვა მან.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ საერთო ძალისხმევა, როგორც ფრონტზე, ისე მის მიღმა დაეხმარა რუსეთის ჯარებს, ინიციატივა თავის ხელში აეღოთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები