მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი, ძალიან ძნელია ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნის გამოთქმა
არ ვისურვებდი ოპოზიციის ადგილზე ყოფნას, რადგან ძალიან ძნელია ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნის გამოთქმა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მიუხედავად შესაძლებლობის მინიჭებისა და გათვალისწინებისა, მაინც და მაინც კონსტრუქციული ჩართულობა ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი არ არის. ჩვენ ინკლუზიურ პროცესზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, ჩვენ შეგვიძლია შესაძლებლობა შევქმნათ იმისთვის, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს. იმ ფონზე რასაც ვისმენთ ოპოზიციის მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც მათ არავითარი ინტერესი არ გამოუვლენიათ იგივე სამოქმედო გეგმის განხილვასთან დაკავშირებით, ეს მაფიქრებინებს, რომ ინკლუზიური და აქტიური არ იქნება ეს პროცესი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა.