ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის გადატანა დასრულებულია

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღი, რომლის გადატანაც ბელარუსში იყო დაგეგმილი – უკვე ქვეყანაშია.

ამის შესახებ ლუკაშენკოს პრესსამსახური იტყობინება.

“დიდი ხანია. მე უკვე ვთქვი, როდესაც დასრულდა მიწოდება. ჯერ კიდევ მგონი სექტემბერში ან ოქტომბერში. ბოლო იყო ოქტომბრის დასაწყისში. ყველაფერი თავის ადგილზეა, კარგ მდგომარეობაში”, – თქვა მან.

კითხვაზე, როდის გაიმართება ბელარსუსი შემდეგი სამხედრო წვრთნები, ლუკაშენკომ თქვა, რომ “ჩვენ ყოველდღე ვსწავლობთ, ყოფილი “ვაგნერელებიც” კი, რომლებიც ჩვენთან დარჩნენ, დღეს ჩვენს ქვედანაყოფებში მუშაობენ და გამოცდილებას გვიზიარებენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები