ირანი ისრაელს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცრის ლიკვიდაციისთვის საპასუხო ზომებით ემუქრება

დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშს, რომლის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მრჩეველი, სეიედ რაზი მუსავი დაიღუპა, თეირანი ტერაქტად მიიჩნევს და იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანმა ტელეგრამის არხზე დაწერა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნასერ ქანაანმა დაგმო ისრაელის რეჟიმის ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც მოწამეობრივად დაიღუპა ირანელი ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მრჩეველი, გენერალი სეიედ რაზი მუსავი”,-ნათქვამია განცხადებაში.

მუსავის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიამ 25 დეკემბერს გაავრცელა.

Tasnim-ის ინფორმაციით, გენერალი ყასემ სულეიმანისთან დაახლოებული პირი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები