რუსეთში აღიარებენ, რომ დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” “დაზიანებულია”

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფეოდოსიაში შავი ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის მოგერიებისას “დაზიანდა”.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საჰაერო ბრძოლის დროს განადგურებულია “მტრის ორი ტაქტიკური თვითმფრინავი Su-24, სოფელ ჟოვტენის მიდამოში, რომლებიც მართვად საავიაციო რაკეტებს უშვებდნენ”.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ფრთოსანი რაკეტებით გემი “ნოვოჩერკასკი” გვიან ღამით გაანადგურეს.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, ”რუსეთში სულ უფრო ნაკლები ფლოტი რჩება! ამჯერად, კრეისერ “მოსკვას”გზას დიდი სადესანტო გემი “ნოვოროსიისკი” დაადგა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები