ბელგრადში ოპოზიციის პროტესტი დღეს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე განახლდება
სერბეთის ოპოზიცია 17 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პროტესტს დღესაც გააგრძელებს.
ბელგრადში 25 დეკემბერს აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა და გვიან ღამით პოლიციის შენობასთან დასრულდა.
აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პროტესტს დღეს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე განაახლებენ.
როგორც პარლამენტის წევრმა მიროსლავ ალექსიჩმა განაცხადა, აქცია რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის შენობასთან გაიმართება.
აქციის ორგანიზატორებმა ასევე განაცხადეს, რომ ქვეყნის შსს-ს წინა დღით დაკავებულთა გასათავისუფლებად მიმართავენ.
24 დეკემბერს ბელგრადის მერიის შენობასთან მომხდარი არეულობის შედეგად, ოფიციალური ცნობით, 38 ადამიანია დაკავებული. დიდ ნაწილს ბრალად კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი ცვლილებისკენ მოწოდება და საჯარო შეხვედრებზე ძალადობრივი ქცევა ედება.