“კრეისერ “მოსკვას” გზას “ნოვოჩერკასკი” დაადგა” – უკრაინამ ფეოდოსიაში რუსული გემი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ ფეოდოსიის პორტში დიდი რუსული სადესანტო გემი “ნოვორიისკი” დაიბომბა.

”რუსეთში სულ უფრო ნაკლები ფლოტი რჩება! ამჯერად, კრეისერ “მოსკვას”გზას დიდი სადესანტო გემი “ნოვოროსიისკი” დაადგა. მადლობას ვუხდი, საჰაერო ძალების პილოტებს და ყველა ჩართულს ამ საქმის კარგად შესრულებაში”,- დაწერა გენერალ-ლეიტენანტმა.

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ დარტყმა ფრტსანი რაკეტებით განხორციელდა.

ანექსირებული ყირიმის ე.წ.ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა დაწერა, რომ „ფეოდოსიაში პორტის ტერიტორია შემოსაზღვრულია. ხანძარი ლოკალიზებულია. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე”.

ერთი საათით იყო შეჩერებული გადაადგილება ყირიმის ხიდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები