„პანდემიის დროს საღებავები არ მქონდა და თვალის ჩრდილებს ვიყენებდი, თითებით ვხატავდი“…

დაამთავრ 61-ე  საჯარო  სკოლა  და  სოლიკო ვირსალაძის სამხატვრო სკოლის ოთხწლედი. სწავლობდა თბილისის აკობ გოგებაშვილის სახელობის უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში, სახვთი ხელოვნების/ხატვა, ფერწერა, გობელენი, ქანდაკება/სწავლების სპეციალობით და  მხატვრისა და ხატვის მასწავლებლის კვალიფიკაცია ენიჭა.
2005 წელს ანუკა მურვანიძის ,,სილამაზის აკადემიაში” დაეუფლ ვიზაჟისა და გრიმის ტექნიკ, მონაწილეობდ სხვადასხვა მუსიკალურ კლიპსა და რეკლამში, როგორც გრიმიორ/ვიზაჟისტი.
მონაწილეობს თითქმის ყველა სეზონურ ჯგუფურ გამოფენეში არტ მეგობრებთან ერთად. – თეა თევზაძის პერსონა.

 – სკოლასთან ერთად სოლიკო ვირსალაძის სახელობის სამხატვრო სკოლის ოთხწლედიც დაამთავრეთ…
– რაც მხატვრობას ეხებოდა ბავშვობიდან, ყველაფერი საინტერესო იყო ჩემთვის . სამი წლიდან ვხატავდი, შეიძლება ითქვას, რომ ლაპარაკზე ადრე ხატვა დავიწყე.
სხვადასხვა მუსიკალურ კლიპსა და რეკლამში მონაწილეობდით, როგორც გრიმიორ/ვიზაჟისტი... როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?
– ვიზაჟისტობა საინტერესო იყო – ტილოდან გადავინაცვლე ცოცხალ ფიგურაზე და საინტერესო იყო, აგრეთვე, ვიზუალის შეცვლა გრიმებით.  ასევე, ყოველთვის მაინტერესებდა  გადაღების პროცესები.
 გრაფიკული ნამუშევრები… 

სევდა

– პორტრეტებს ვხატავ წარმოსახვითაც, ნატურიდანაც და ფოტოებიდანაც. უკრაინის ომის პერიოდში, ერთ-ერთი კადრის შემდეგ, ემოციურ ფონზე შეიქმნა გოგონას სევდიანი პორტრეტი.
სევდიანი ქალის პორტრეტი – „სევდა“ კი  პანდემიის დროს, 25-წლიანი ინტერვალის შემდეგ დაიხატა, უცხოელი სტუმრები მიკვეთავდნენ პორტრეტებს და ნატურმორტებს.
სურათი პატარა ნატეხი ფანქრით დავხატე, პანდემიის დროს ფანქარიც არ მქონდა. როდესაც გამომკეტეს, მაშინ დავიწყე ხატვა. მერე სამშვიდობოს რომ გავედით, მივამატე. ცოტა შავი არ მყოფნიდა.
– რომელ პორტრეტს გამოარჩევდით?

– როგორც აღვნიშნე, პანდემიის დროს, 25-წლიანი ინტერვალის შემდეგ, ისევ დავიწყე ხატვა,  საღებავები არ მქონდა  და  თვალის ჩრდილებს ვიყენებდი, თითებით ვხატავდი. ასე შეიქმნა პირველი ბალერინა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
ლიმონი?
– როდესაც რა განწყობა მაქვს, იმას ვხატავ. ასე შეიქმნა ლიმონი.
–  მრავალი გამოფენის მონაწილესმიღებული გაქვთ ჯილდოები, სერტიფიკატები… რომელ გამოფენასა და ჯილდოზე გაამახვილებდით ყურადღებას?
– განსაკუთრებით გამოვყოფდი პირველ ჯილდოს გოაზე, სადაც მოვხვდი ხუთეულში და  საშემოდგომო გამოფენაზე გადმომეცა საპატიო პრიზი.
– ჰობი…
– ჩემი პროფესიაც და ჰობიც ემთხვევა ერთმანეთს.
–  რაზე მუშაობთ?  გამოფენები, სამომავლო გეგმები…
–  ვმუშაობ ზამთრის თემატიკასა და პორტრეტზე – „ჟღალი გოგონა”.
– სურვილები…
– საახალწლოდ – მშვიდობა მსოფლიოში, ბედნიერი სახეები და მე… პატარა სახელოსნო.

                                                                                                                 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები