ბუდაპეშტის ქუჩებში ათასობით უნგრელი შეიკრიბა, რათა მთავრობის მეთაურის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატა.
უნგრული მედიის ცნობით, ორბანი საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, როგორც ჩანს, 15-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნების წინაშე აღმოჩნდება.
მსვლელობის მონაწილეები ორბანის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
მსვლელობას წინ მიუძღოდნენ ადამიანები დიდ ბანერზე წარწერით – „ჩვენ არ გვინდა უკრაინისთვის სიკვდილი“.
მარშში მონაწილეობა თავად პრემიერმაც მიიღო. მან გააკრიტიკა ევროკავშირის როლი უკრაინის ომში და განაცხადა, რომ “ეს ომი ცხოვრებას აფუჭებს”.