უკრაინაში ათასი დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს

რუსეთმა უკრაინას ათასი დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა,- ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეების საკითხთა საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, ცხედრების გადაცემა უკრაინისა და რუსეთის მხრიდან შესაბამისი უწყებების მონაწილეობით მოხდა.

ცხედრების გადაცემის ღონისძიებები რუსეთის ბრიანსკის ოლქში ჩატარდა.

უკრაინული მხარე გადაცემული სამხედროების იდენტიფიცირებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები