ნათია თურნავა: ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის, რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეულ მათგანს

,,ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეულ მათგანს”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„დღეს ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან და სინგაპურის „გლობალურ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ქსელთან“ (GFTN) ერთად ვუმასპინძლეთ თბილისის ფინანსურ სამიტს, რომელიც ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს ეძღვნებოდა. დიდი ინტერესი მიეპყრო და 50 ქვეყანაზე მეტი წარმომადგენელი გვესწრებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი ამ სამიტზე გახლდათ ბიზნესინდუსტრია, ინვესტორები, ვისაც დიდი რესურსები გააჩნიათ და ინტერესი, რომ ინვესტირება გააკეთონ ჩვენს საფინანსო სექტორში.

ფინანსური დერეფნის გაძლიერება თავის წვლილს შეიტანს დაკავშირებადობაში ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ჩვენს მოსახლეობას, ეკონომიკას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რომელიც შემოდის, წაადგება თითოეულ მათგანს, რადგან უზრუნველყოფს ახალ ფინანსურ პროდუქტებს, უფრო მეტ ხელმისაწვდომობას თუნდაც გადახდების სფეროში და მეტ კონკურენციას საბანკო ინსტიტუტებს შორის.

ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის უცხოელები, აღნიშნავენ, რომ ჩვენი წამყვანი ბანკების მობაილბანკის აპლიკაციები ძალიან მეგობრული და განვითარებულია და გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე დიდი ისტორიის მქონე, განვითარებული საბანკო სისტემების ბანკები“, – აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები