აქციის მონაწილეებმა ბელგრადის ცენტრში მოძრაობა დაბლოკეს
სერბეთში 17 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება.
ბელგრადში ოპოზიციამ სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროს შენობისკენ მისასვლელი ცენტრალური ქუჩა დაბლოკა.
ქუჩაში დღეს ორგანიზაცია „სტუდენტები ძალადობის წინააღმდეგ“ წევრებიც გამოვიდნენ, რომლებიც მანამდე ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნებას ითხოვდნენ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებდნენ, თუ მათი მოთხოვნები 25 დეკემბრამდე არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი ქუჩების ბლოკირებას დაიწყებდნენ.
ამავე დროს, ქუჩაში ოპოზიციური ბლოკის – “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ” მომხრეებიც იმყოფებიან.
ტელეკომპანია N1-ის ინფორმაციით, მანამდე, აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდნენ და ახლა პარალელური – კნეზ მილოშევიჩის ქუჩა დაბლოკეს, რომელიც რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობებისკენ მიდის.
პოლიცია ვითარებაში ჯერ არ ჩარეულა.