“ჰამასი”: ღაზას სექტორში ჯანდაცვის სისტემა განადგურებულია

ღაზას სექტორში ჯანდაცვის სისტემაში კოლაფსია.

ამის შესახებ ანკლავის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ისმაილ ალ-სავაბტამ განაცხადა.

Al Jazeera-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ „9 ათასზე მეტი ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ მათი მკურნალობა ვერ მოხერხდა”.

მისი თქმით, ანკლავში 23-მა საავადმყოფომ მუშაობა შეწყვიტა.

„მიღებული ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის სისტემის საჭიროებების მხოლოდ 2%-ს ფარავს“, – აღნიშნა ალ-სავაბტამ.

21 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა რიჩარდ პიპერკორნმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში 36 საავადმყოფოდან 9 ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები