„არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ თქვენ შსს-ს სტატისტიკას არ ენდოთ“

სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესების თემა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაგეგმა, ტირაჟირება კი “რუსთავი 2”-მა და სხვა ტელევიზიებმა დაიწყეს.
“კი მაგრამ, სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! მოხდა მკვლელობები, ეს კატასტროფაა და ცუდია, თუმცა, ასეთი შემთხვევები მომავალშიც მოხდება (სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება). მკვლელობები ამერიკაშიც ხდება, საფრანგეთშიც, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: პოლიცია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ადრე? სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დაუჯერებელია? მდგომარეობა გაუარესდა და საქართველო კატასტროფისკენ მიექანება? არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას.
გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაგეგმა ეს (თემის აჟიტირება), “ასწია” “რუსთავი 2”-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა – შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია… სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თუ არ ვცდები ჯაფარიძე, თურმე მესამე ღია წერილით მომმართავს (პირველი ორი მე “საუბედუროდ” არ მინახავს). წერილში წერს, რომ თავის დროზე, პოლიტპატიმრები რომ გამოუშვეს ციხიდან, თურმე ჯერ მაშინ მიკითხავდა ლექციებს, რომ ეს არ შეიძლება. საუბრობს ციხიდან გამოსულ 17 ათას პატიმარზე. მათ ამით იმის გამართლება უნდათ, რომ 17 000 კაცი უკანონოდ ჰყავდათ დაპატიმრებული… “,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები