ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

რუსთავში წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, ცენტრალური გამზირი და რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას რუსთავის მერიის სპეციალური კომისია დილიდან შეუდგა. დატბორილი ქუჩებიდან, სარდაფებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვას მთელი ღამის განმავლობაში რუსთავის სახნძრო სამსახურის სრული შემადგენლობა აწარმოებდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები და საპატრულო პოლიცია. ვითარებას ადგილზე რუსთავის მერი დავით ჯიქია გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები